Saturday, July 19, 2014

ტრენინგის ბოლო, IX დღე



  ❀  გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციებს.  ყველა ძალიან საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. ეს იყო პრობლემები: ტრეფიკინგის თემა, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ჭარბი წონის პრობლემა, ბავშვი და კომპიუტერი. ასევე სახალისო და საინტერესო: მსოფლიოს ფესტივალები, მოგზაურობა წიგნის სამყაროში, "ჩვენი გმირი წინაპრები" ილიას, ექვთიმესა და დავით აღმაშენებლის სახით, "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე". საჭირო და მნიშვნელოვანი: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, გლობალური დათბობა და მისი თანმდევი კატასტროფები,  პროფესიული განათლება – მომავალი პროფესიები და ასევე, მუსიკალური: ხალხური და თანამედროვე მუსიკის სინთეზი.. :)
 ბოლოს კი შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები... 
 ჩვენი ტრენინგის ჯგუფის ყველა წევრს წარმატება მინდა ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ენერგიულ ტრენერს ნინო მარღიშვილს..         ❀ ㋡

Sunday, July 13, 2014

ჩემი პროექტის პორტფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის: "Global Warming" პოტრფოლიო

ტრენინგის VIII დღე

∞ დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, 
∞ ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ და ვიმუშავეათ  Google Drive ში, 
 დავდეთ ბმული ბლოგზე, და ბლოგს დავამატეთ pageები :) 
∞ გადავხედეთ მე7 და მე8 მოდულს .... 
 ... მართალია ჩემს რეფლექსიაში ყველაფერი ძალიან მოკლედ ავხსენი და ჩამოვწერე, მაგრამ დამიჯერეთ, ტრენინგის მე8 დღე ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი აღმოჩნდა და რომ არა ინტერნეტის "საერთაშორისო" გათიშვა ჩვენს ქალაქში მე8 დღე, მინუმუმ, 1 საათს კიდევ გაგრძელდებოდა :) 

                                                                       
Google Drive 
სიყვარულით, ნათია :
*

Saturday, July 12, 2014

ტრენინგის VII დღე

 ტრენინგის მე–6 დღის გაცდენის გამო, შევეცადე ჯგუფს დავწეოდი :) მგონი გამომდის :) დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.. გავეცანით მე_6 მოდულს: ვიხილეთ პრეზენტაცია აღქმის 3 სტილზე: I  ვიზუალური, აუდიო,კინესთიკური,
                                                            II მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დომინირება,                                                                 III მრავალმხრივი ინტელექტი.
 ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და პროექტის გეგმაში შესაბამისი გრაფები შევავსეთ. შევქმენით დამხმარე რესურსი Scaffolding-ი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.         <3


Saturday, July 5, 2014

ტრენინგის V დღე

▼განვიხილეთ მე3 მოდული _ კავშირები,
▼გავეცანით როგორც მოსწავლის, ასევე პედაგოგის საავტორო უფლებებს,
▼მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ვიდეო, ვიდეო პორტალ YouTube-ზე და გავაზიარეთ ჩვენი პროექტის ბლოგზე,
▼გავეცანით online კომუნიკაციის სახეობებს,
▼შევქმენით პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის... 

გლობალური დათბობა

Sunday, June 29, 2014

ტრენინგის IV დღე

✿ ვიმუშავეთ II მოდულის მე3 აქტივობაზე
✿ შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონი შეფასების დროის ჩარჩოთი და ასევე შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზის ველი
✿ გავეცანით ვიდეო გაკვეთილების პორტალს მასწავლებლებისათვის ict.tpdc.ge, რომელმაც ძალიან მოგვხიბლა :)
✿ გავიხსენეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა
✿ ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება (zip)
✿ დავალება : II მოდული წასაკითხად